"ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც"
ნინო ადამაშვილი წარმოშობით კასპიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით მსახიობია. მონაწილეობდა შალვა რამიშვილის შოუში, სკეტჩებში ხან ტელეწამყვანი ნარიკო იყო, ხან ხაჭაპურის დამტარებელი მეგრელი ხათუნა, ხან მეძავის როლში გვევლინებოდა. ახლა მიჰყავს გადაცემა "მეგობრობის დღიურები", სადაც რესპონდენტებს საკმაოდ თამამ კითხვებს უსვამს.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი გულახდილი ინტერვიუდან:
"ყოველთვის მეგობრების, საყვარელი ადამიანისა და ჩემი გუნდის ერთგული ვარ. როდესაც შალვა რამიშვილი დაიჭირეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია სხვა ტელევიზიაში გადაბარგება და გზების ძიება. იმ პერიოდში ჩამოვშორდი საქმეს, გავთხოვდი და შვილები გავაჩინე..."
"ვარ პროვინციული, ეპატაჟური, ვინტაჟური წამყვანი. ეს არის ზოგიერთი ჩვენი ტელეჟურნალისტის გაშარჟებული სახე, რადგან გამოდიან ეთერში და გონზე არ არიან, რას ლაპარაკობენ..."
"ჩემი მეუღლე საკმაოდ სიმპათიურია, მაგრამ ერთი ნახვით, მხოლოდ გარეგნობის გამო არასდროს მოვხიბლულვარ. ადამიანი შინაგანადაც უნდა მომეწონოს. ცოტა ბანალურია, მაგრამ ასეა..."
"ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც, მაგრამ დიდობაში ეს კომპლექსი გამიქრა... ერთხელ მახსოვს, ბაზარში ვიყავი, საზამთროს გამყიდველები მომაჩერდნენ და უცებ, ერთი ეუბნება მეორეს კახური აქცენტით: ბიჯოო, უყურე, რამხელა მკერდი აქვს, რადიაციაშია მოყოლილი? თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ გამეცინა..."
"მგონი, თათია სამხარაძეზე ოდნავ უკეთეს "ვიდზე" ვარ, მაგრამ უკვე 14 წელია, შალვასთან ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მომხდარა... თუ ქალს ავიწროებენ, მან ხმა უნდა ამოიღოს, მაგრამ თათია შალვას მეუღლესთან სელფებს იღებდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინ, როცა მისი თქმით, შალვა მასზე ძალადობდა... ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია ჩემთვის..." (იხილეთ სრულად)