გლდანში "ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს
გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე "ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, წაღებულია დაახლოებით 15 ტელეფონი. მათივე ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.
"ბეკოს“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. "დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს. ეს მესამე შემთხვევაა, თუმცა გამოძიებული აქამდე არც ერთი საქმე არ არის", - განაცხადეს "ბეკოში“.