პატრიარქი სამებაში შეუძლოდ გახდა
პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა და წირვის აღვლენა ვერ შეძლო. როგორც "ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ვთხოვეთ ექიმებმა, არ წაბრძანებულიყო წირვაზე, მაგრამ წაბრძანდა. წნევის ცვალებადობა მოხდა, რადგან მანამდე ფასანაურში ბრძანდებოდა. ალბათ, ცოტა ვირუსული ინფექციაც იყო და ამის გამო მოხდა. ჩათვალეს, რომ სჯობდა წამობრძანებულიყო და ახლა საპატრიარქოშია. სიცოცხლისთვის საშიში და საგანგაშო არაფერია. არც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. წნევა დაურეგულირდა, თუმცა მაინც ჩვენი დაკვირვების ქვეშ იქნება“, - განმარტა ცისანა შარტავამ.