სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი - კვირის პალიტრა

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს. დედაქალაქში კი ღამის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი.

ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება.

ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა ნალექმა ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაღალმთიან რაიონებში.