ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის რამდენიმე უბანი დაიტბორა - კვირის პალიტრა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის რამდენიმე უბანი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამა რუსთავში პრობლემები შექმნა. იაღლუჯის ფერდობდან ჩამოსული უხვი ნალექისგან სანიაღვრე არხი გადაივსო და შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანი დაიტბორა.

კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქში შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია, მე-8 მიკრო რაიონი, შარტავას გამზირის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, „რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები და მიმდინარეობს სანიარვრე ჭებისა და არხის გაწმენდის სამუშაოები.