თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - კვირის პალიტრა

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, შემთხვევა „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავში მოხდა. მისი ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავში პილოტმა გამოაცხადა, რომ პრობლემა იყო და უნდა დაფრენილიყვნენ ტრაბზონში.

როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმრფინავის მისვლას ელოდებიან, რომ დანიშნულების ადგილზე გაემგზავრონ.