ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს - კვირის პალიტრა

ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი "უაცამონგას" ორდენით დააჯილდოვა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

"სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირიამ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. თავის მხრივ ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბიძგს მისცემს "ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას".

"ინტერპრესნიუსი"