ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიიღებს მონაწილეობას. ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 21:45 საათზე გავა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილი პოლიტიკაში, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში დაახლოებით 3 თვის წინ დაბრუნდა. აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე მას ჟურნალისტებთან ჯერჯერობით არ უსაუბრია.