საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს - კვირის პალიტრა

საბერძნეთში, ხანძრის ეპიცენტრში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს. როგორც იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა.

"ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში იყო, კონტაქტზე გამოვიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის, მეორეს ვეძებთ", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა. დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოს საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეძებს.