"არ დარჩა არჩევანი, უნდა წასულიყო" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილზე - კვირის პალიტრა

"არ დარჩა არჩევანი, უნდა წასულიყო" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილზე

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიიღებს მონაწილეობას.

როგორც გადაცემის ანონსში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით.

"ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როცა გავიგე რომ პოლიტიკაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საღარიბის ზღვარი გაუარესდა. ბანკებმა გადაჭამეს მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით, აღარ შეეძლო ქვეყნის მართვა. იგი  ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ერთად ახერხებდა გადაწყვეტილებებზე შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი, უნდა წასულიყო" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი