იგოეთთან ტრაილერი კედელს შეეჯახა
იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, არსებული ინფორმაციით, ტრაილერი კედელს შეეჯახა და ნახევრად გადაყირავდა. დაშავდა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. ავარიის გამო ავტომაგისტრალზე საცობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.