"ბახტაძის არჩევაში მე მქონდა როლი და წილი" - კვირის პალიტრა

"ბახტაძის არჩევაში მე მქონდა როლი და წილი"

"პოლიტიკაში დაბრუნება ჩემთვის არ ყოფილა სასიამოვნო",  - განაცხადა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, რომელსაც პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა.

მასთან ინტერვიუ გადაცემისთვის "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" შეკვეთილში ჩაიწერა.

როგორც გადაცემის ანონსში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მისი დაბრუნების მიზეზი გახდა ის, რომ ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით.

მან ისაუბრა განახლებულ მთავრობაზეც: "ბახტაძის არჩევაში მე მქონდა როლი და წილი, მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე ბევრი ინოვაციური პროექტი შემოიტანა. დანარცენად ნელ-ნელა შევაფასებთ. წინა მთვარობისგან განსხვებული, რაც დაიწყო და აგრძელებს არის ის, რომ მას აქვს მაქსიმლაურად მჭიდრო ურთიერთობა აქვს პარლამენტთან და ასეც უნდა იყოს. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, მარგველაშვილსაც შეახსენეთ ეს... მთავრობასაც სჭირდება გუნდურობა, მქონდა შეხვედრა ბახტაძესთან, ის მზად არის ყველა სამინისტროს საქმიანობაში ჩაერიოს, საქმის კურსი იყოს, რაც არ ხდებოდა წინა მთავრობის დროს.

3 ახალი მინისტრს გვყავს, ქობულიას შევხვდი მისი სურვილით, გავიცანი, მაჭავარიანს და ბატიაშვილს არ ვიცნობ...

ამას პრემიერი უძღვება, არავის ეგონოს, რომ ყველა სქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, ასეთი კაცი გვაყავდა უკვე, არქიტექტურაც იცოდა, რეჟოსორებს ნიშნავადა ა.შ. ყველამ იცოდეს, ბახტაძე იქნება მთვარობის თავჯდომარე და მერ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე, პარტიაშიც ბევრი პრობლემაა..." - განაცხადა ივანიშვილი.

იხილეთ ასევე: "მძიმე კითხვები დავუსვით კვირიკაშვილს" - რას ჰყვება ივანიშვილი შეხვედრაზე, რომლის მერეც კვირიკაშვილი წავიდა?!