"არსად ჩანს და არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ გაადაამეტა ძალაუფლებას" - რას ამბობს ხორავს ქუჩის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, მედიასთან პირველად გამოჩნდა და ინტერვიუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა.
მასთან ინტერვიუ გადაცემისთვის "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" შეკვეთილში ჩაიწერა.
ბიძინა ივანიშვილს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზეც მოუწია განმარტებების გაკეთება, რა დროსაც მან განაცხადა, რომ საზოგადოების რეაქცია პროკურატურის ქმედებებებთან დაკავშირებით იყო ძალიან მძაფრი და სენსიტიური და პროკურატურამ ამ ყველაფერს ადეკვატურად უპასუხა.
"რა თქმა უნდა ის, რაც მოხდა ტრაგიკულია და საზოგადოების რეაქცია პროკურატურის ქმედებებებთან დაკავშირებით იყო ძალიან მძაფრი და სენსიტიური, პროკურატურამ ამ ყველაფერს ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს, ის რომ შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა ჯერ არსად ჩანს და არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას. საგამოძიებო კომისიაც შეიქნა და ხედავთ, რომ ოპოზიცია ხელმძღვანელობს. თუ ჩვენს გუნდს რამე შეეშალა, არავინ იცავს და არავის არ ვაფარებთ ხელს" - აღნიშნა ივანიშვილმა