"წასვლას აღარ ვიჩქარებ" - რა შემთხვევაში წავა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან? - კვირის პალიტრა

"წასვლას აღარ ვიჩქარებ" - რა შემთხვევაში წავა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან?

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ, მედიასთან პირველად გამოჩნდა და ინტერვიუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა.

კითხვაზე, თუ როდის წავა მეორედ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ წასვლას პოლიტიკიდან აღარ იჩქარებს.

"მე რახან მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიდევრულობა, რითაც ვამაყობდი... წასვლას აღარ ვიჩქარებ. პატარა ბიჭი აღარ ვარ, 62 წლის ვარ, სანამ ენერგია მექნება და სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები პოლიტიკაში" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დასასრულს.