ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე "მეზღაპრეც" ყოფილა - წიგნი, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაწერა
"ნაწარმოები "დაბრუნება ტერანუოვაში" მაშინ დავწერე, როცა გერმანიაში სტუდენტი ვიყავი, დღეს კი სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. "დაბრუნება ტერანუოვაში", ავტორის თქმით, არის ზღაპარი პატარა დიდებისთვის. "ყოველთვის მოიძებნება მფრინავი ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქვემოდან "ერთ პატარა ჭრელ თუთიყუშად ან, იქნებ, პატარა მფრინავ პატრიჯნად ან რაღაც მსგავს სისულელედ" გამოჩნდები და საიდანაც უკვე ცხადად დაინახავ ჯადოსნურ ედელვაისს - ბრწყინვალე ყვავილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის სულშია". წიგნი შეგიძლიათ ელექტრონულად შეიძინოთ აქ