ულამაზესი ადგილი საქართველოში, სადაც სამკურნალო წყლები მოედინება - კვირის პალიტრა

ულამაზესი ადგილი საქართველოში, სადაც სამკურნალო წყლები მოედინება

ნოქალაქევი გარდა არქიტეტურული და ისტორიული ნაგებობისა თავისი ლამაზი ბუნებითაც გამორჩეულია. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა უამრავი ადამიანი სტუმრობს ოჯახებთან ერთად მდინარე ტეხურას გასაგრილებლად.

ნაქალაქართან ახლოს არის გოგირდოვანი წყლები, რომელიც სასარგებლოა ალერგიის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, სახსრების სამკურნალოდ.

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ყოფილა ნოქალაქევში და ისევ არ გასჩენია უკან დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომაც არის, რომ ძველი ნაქალაქარი ზაფხულობით უამრავ დამსვენებელს მასპინძლობას.

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ.

ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე").

ახ. წ. IV ს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ნახეთ ვიდეო+ფოტოები