ერთი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია წალენჯიხაში - კვირის პალიტრა

ერთი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. "დაშავებული პაციენტის გადარჩენის შანში მცირეა. ტერმინალურია და ამ წუთებში მას გულ-ფილტვის რეანიმაცია უტარდება", - განუცხადეს "ინტრეპრესნიუსს" ჰოსპიტალში.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.