ესპანეთში ბინის გაქურდვისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ესპანეთში ბინის გაქურდვისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, დაკავებულები დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ბინების გაქურდვით იყო დაკავებული.
პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქეები ქურდობის შემდეგ, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი კატალონიის პოლიციის მიერ იძებნებოდა.
"ინტერპრესნიუსი"