"ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მო­ვი­წყი­ნე, მაგ­რამ მერე შე­ვეჩ­ვიე"- რას ამბობს ვაგონში გახსნილი სკოლის ერთადერთი მოსწავლე - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მო­ვი­წყი­ნე, მაგ­რამ მერე შე­ვეჩ­ვიე"- რას ამბობს ვაგონში გახსნილი სკოლის ერთადერთი მოსწავლე

სოფელი კიკიბო, ადიგენის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი, თუმცა ამავე დროს ულამაზესი სოფელია. გზად მიმავალს, მთის ფერდობზე შესაძლოა ჟანგიანი, ძველისძველი ვაგონი შეგხვდეთ. ეს კიკიბოს დაწყებითი სკოლაა, სადაც ერთადერთი მოსწავლე, რამინ გობაძე სწავლობს. რამინს არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ნანა მასწავლებელი, რომელიც ძალიან უყვარს.

რამინი მშობლებთან ერთად ახლა მთაში ცხოვრობს. ოჯახს 15 სული ძროხა მყავს. ვიდრე რამინი სკოლაშია, დედა, დალი ხარაბაძე ტყეში საქონელს მწყემსავს. ახლა არდადეგებია და საქონელი მთაში გარეკეს. ოჯახიც იქ გადაბარგდა. მრავალი ცდის შემდეგ როგორც იქნა, რამინს დავუკავშირდით.

მეოთხე კლასში გადავედი. ორი კლასელი მყავდა, მაგრამ შარშან აიბარგნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. დავრჩი სკოლაში მარტო. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მოვიწყინე, მაგრამ მერე შევეჩვიე. მხოლოდ მე და ნანა მასწავლებელი დავრჩით. ყოველ დილით ერთად მივდივართ სკოლაში. სწავლა ძალიან მიყვარს. საგნებიდან განსაკუთრებით ბუნება, მათემატიკა, ქართული და ინგლისური მიყვარს. მინდა ინგლისური კარგად ვისწავლო. განაგრძეთ კითხვა