როგორი ამინდი იქნება საქართველოში 27-31 ივლისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 27-31 ივლისს

ბოლო 2 დღე დედაქალაქში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. ცხელი ამინდია საქართველოს რეგიონებშიც. მოსალოდნელ ამინდზე Allnews.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა.

"თბილისში მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი ამინდი, 27 და 28 ივლისს +34 - +36 გრადუსი, ხოლო 29-31 ივლისს ტემპერატურა კიდევ 3 გრადუსით მოიმატებს. 3 აგვისტოს შეიძლება 3 გრადუსით დაიკლოს, 3-4 აგვისტოს მცირე ნალექია მოსალოდნელი, მაგრამ ძლიერი არა.

დღეს თუ დაუკვირდით თბილისში გარშემო მთებს ნისლია მოდებული, რომელიც შეიძლება ღრუბელში გადავიდეს, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის.

დასავლეთ საქართველოში 25 ივლისს აღინიშნა +40 +42 გრადუსი, 26 ივლისს +33 გრადუსამდე დაიკლო და მომდევნო დღეებშიც ამის ფარგლებში შენარჩუნდება. რადგან იქ ჰაერი ნოტიოა, სიცხის მგრძნობელობაც მეტია, ამიტომ მაღალი ტემპერატურა დასავლეთში, მითუმეტეს ზღვისპირა რეგიონში კარგი არ არის. სანაპირო რაიონებში +29 გრადუსი შენარჩუნდება მომდევნო დღეები. გაგრძელება