"ვადგენთ, რა არის შერეული ღრუბლებთან" - რამ გამოიწვია სმოგი თბილისში?
ვადგენთ, რა არის შერეული ღრუბლებთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამა განუცხადა, რითაც თბილისში დაფიქსირებულ, სავარაუდოდ, ჰაერის დაბინძურების შემთხვევას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, არანაირ საფრთხესთან არ გვაქვს კავშირი.
"მიმდინარეობს დაზუსტების პროცესი, რა შეიძლება იყოს. ვადგენთ, რა არის შერეული ღრუბლებთნ. ვასზუსტებთ, რეალურად რასთან გვაქვს კავშირი. არაფერი ანომალია არ არის, ჩვეულებრივი პროცესია სიცხესთან დაკავშირებული. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ვაზუსტებთ, თუ რომელი ფაქტორია ამ შემთხვევაში", - განაცხადა დოდო გვაზავამ.
თბილისში რამდენიმე საათია ე.წ. სმოგი შეინიშნება.
განახლებული ინფორმაცია: რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში არსებულ მტვრის მასაზე