რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში არსებულ მტვრის მასაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში არსებულ მტვრის მასაზე

"აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით).

"მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია", - აცხადებენ სააგენტოს სპეციალისტები.

ფოტო: ელენე მეჩითოვა

"ინტერპრესნიუსი"