"ერთსა და იმავე წელიწადს გარდამეცვალა დედა, მამა და ბაბუა. ეს იყო დიდი ტრაგედია..."
"საქართველოდან წამოსვლა არასდროს მინანია, რადგან ვთვლი, რომ ამხელა წარმატებას სხვანაირად ვერ მივაღწევდი"
ვიქტორია პლეშაკოვა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, თუმცა მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ის მანამდეც კარგად იყო ცნობილი. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. წლებია, შტატებში ცხოვრობს. ის ახლახან "სუხიშვილების" მოცეკვავეზე - გუგა თოიძეზე დაქორწინდა.
- ჩემი ქვეყანა, იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდება და ბედნიერი ბავშვობა გავატარე, ძალიან მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე, შემდეგ საქართველოდანვე გავაფორმე კონტრაქტი ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან და ასეთი პატარა გოგო, წარმატებული მომავლის იმედით გამოვეშურე უცხო ქვეყანაში... ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა... იყო უამრავი საინტერესო შემოთავაზება წამყვანი მოდის სახლებიდან, უამრავი გადაღება პოპულარული ჟურნალებისთვის. თითქოს ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება. საქართველოს კი ჩემი არსებობა პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაახსენა. იმ ზაფხულს, როცა ეს პროექტი იწყებოდა, საქართველოში ვიყავი დასასვენებლად ჩასული. მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება, რომელმაც გამახარა და როგორც იცით, შემოთავაზებას დავთანხმდი კიდეც.
- ისევ აქტიურად ხარ ჩართული სამოდელო საქმიანობაში, არა? რთული იყო გზა თბილისიდან შტატებამდე? - ძალიან რთულია ამერიკაში მიაღწიო წარმატებას. აქ ხომ უამრავი ნიჭიერი ადამიანია თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, ვფიქრობ, მე ეს შევძელი და ამით ამაყი ვარ. ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა წარმატებით გავიარე. ფაქტობრივად, ყველა ოცნება ავიხდინე. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემთან თავისთავად არ მოსულა, ეს იყო დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. სამომავლოდ კიდევ უფრო "მაგარი" გეგმები მაქვს.
- როგორია შენი ერთ ჩვეულებრივი სამუშაო დღე? - დილით ადრე ვდგები და ვვარჯიშობ, შემდეგ საცურაოდ მივდივარ. მერე იწყება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უამრავი საინტერესო გადაღება, გამოსვლა... საღამოს უკვე მე და ჩემი მეუღლე გავდივართ გასართობად, სასეირნოდ.
- ოდესმე გინანია, რომ საქართველო დატოვე და უცხო ქვეყანაში გადაწყვიტე ცხოვრების, კარიერის აწყობა? გაგრძელება