ოსიაურთან მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა - კვირის პალიტრა

ოსიაურთან მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა

ოსიაურთან დღეს "ემელის" ტიპის მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული.

აღნიშნულის გამო ოსიაურთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ მომენტისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.