როგორი ამინდია უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი

30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, დაბლობ რაიონებში 31-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-37 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 30-31 ივლისს, ბარში 34-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი - 32-37 გრადუსი იქნება.

სინპოტიკოსების ცნობით, 2-4 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემცირება და ხანმოკლე წვიმა- ელჭექით.

„საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემცირება 2-3 აგვისტოს იქნება შესამჩნევი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 30-35 გრადუსი“ , - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 2-4 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დედაქალაქში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"29-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იქნება. 2-3 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია 34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით", - განმარტა დოდო გვაზავამ.

"ინტერპრესნიუსი"