სოფელ საგურამოში 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის
მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული. მათივე ინფორმაციით, დიდი დაკვამლიანება ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავების დაწვამ გამოიწვია.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
"ინტერპრესნიუსი"