ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული
დღეს, 29 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში მან არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349,200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა. შეგახსენებთ, მან ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო.
Ambebi.ge ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალებს გთავაზობთ:
ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.
12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.
ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.
2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია. წყვილს პატარა ვაჟიც ჰყავთ. იხილეთ სრულად