მამაკაცი, რომელიც 25 დღის წინ გაუჩინარდა, სოფელ გაჩიანში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელიც 25 დღის წინ გაუჩინარდა, სოფელ გაჩიანში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის ტერიტორიაზე 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი გაჩიანში, საკუთარი ავტომანქანის ახლოს ნახეს. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

სამართალდამცავები მამაკაცს ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე 25 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 41 წლის მამაკაცი, რუსთავში საკუთარი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

"ინტერპრესნიუსი"