"საკურორტო რომანი დროებითია, მე კი სათამაშოდ არ მცალია" - კვირის პალიტრა

"საკურორტო რომანი დროებითია, მე კი სათამაშოდ არ მცალია"

"შეყვარებული არ მყავს, გათხოვებას არ ვაპირებ"

"პირველი ვიცე მის საქართველო" - ლარა იანი გოგონების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, დასასვენებლად წასულს თან უამრავი სამოსი და გამოუსადეგარი ნივთები რომ მიაქვს. ლარას არდადეგების მშვიდად გატარება მოსწონს და მინიმალური თანხით დასვენებაც შეუძლია... - ოჯახის სანახავად რუსეთში ვიყავი. 2-კვირიანი შვებულება ავიღე, მაგრამ 1 თვე გამეწელა - გამიტკბა... ოჯახის წევრებს იშვიათად ვხედავ. ამიტომ აუცილებელი იყო, მათ სანახავად წავსულიყავი. 2 დღეა, რაც თბილისში დავბრუნდი და მუშაობას შევუდექი. აგვისტოში ზღვაზე დასვენებას ვგეგმავ. ალბათ, ერთი კვირით ზღვაზე წავალ, 5 დღით კი - მთაში. თუშეთი ჩემი მხარეა - ახლობლები, სანათესავო შენაქოში მყავს. ამიტომ იქ ავდივარ ხოლმე.

ფოტოგალერეა

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ? - სამწუხაროდ, დასასვენებლად ბევრი დრო არ მაქვს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალ დროს სახლში ვატარებ: საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ან რაღაცას ვკითხულობ, კერძებს ვიმზადებ... სწორად ვიკვებები. ვცდილობ, დიეტა არ დავარღვიო.

- დიეტას ფორმის შესანარჩუნებლად იცავ? - არა. გენეტიკურად გამხდარი ვარ. წონაში ისე ვერასდროს ვიმატებ, როგორც მინდა. ეს დიეტა იმისთვის არის, რომ რამდენიმე კილო მოვიმატო და არა პირიქით - დავიკლო. როგორც წესი, ზაფხულში წონაში ყველა იკლებს, მე კი ეს არ მაწყობს, ამიტომ დიეტას ვიცავ.

- დასასვენებლად გამგზავრებამდე რამდენი ხნით ადრე ემზადები? - ეს ძალიან სპონტანურად ხდება ხოლმე. რამდენიმე თვით ადრე არ ვგეგმავ. უბრალოდ, ახლა ვიცი, რომ დაახლოებით აგვისტოში ზღვაზე წავალ, რადგან შემდეგ, სექტემბერში უკვე იტალიაში მივემგზავრები (კონტრაქტით), იქ გადაღებები მექნება, მერე კი "მის უნივერსის" კონკურსი მელოდება. ჩემთვის შემოდგომა დატვირთული იქნება. მინდა, დასვენება მოვასწრო.

- უცხოეთში დასასვენებლად არ მიდიხარ ხოლმე? - შორს გამგზავრებას იშვიათად ვასწრებ. მე და ჩემს მეგობარ გოგონებს საბერძნეთში დასვენება დაგეგმილი გვქონდა. არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდება. როგორც ქართველებს გვჩვევია, ალბათ, ისევ ბათუმში დასვენება "მიწერია"... ისე, დასასვენებლად ისრაელში დავდიოდი ხოლმე, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობს. ასევე, უკრაინაში, თურქეთში ვისვენებდი. თურქეთში ხშირად, კონკურსების გამოც მივდიოდი, როგორც სტუმარი ან ჟიურის წევრი. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა