მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი და... - უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქეა საქართველოში დასაქმებული
საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. შემოსავლების სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში უცხო ქვეყნის 16 967 მოქალაქე მუშაობდა.
რაც შეეხება 2017 წელს, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით შარშან ქვეყანაში 22 718 უცხოელი მუშაობდა. (ინფორმაცია მომზადებულია "საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ" ინფორმაციის შესაბამისად - შემოსავლების სამსახური).
როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ
დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე. გაგრძელება