საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის წინასწარი კონსულტაცია სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით შედგა და შეთანხმდა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.არჩევნების თარიღს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილს არჩევნების დასანიშნად ვადა 28 აგვისტომდე აქვს, თუმცა შეუძლია ბოლო ვადას არ დაელოდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაცილებით ადრე გამოსცეს.