იქნება თუ არა აგვისტოს თვე წვიმიანი საზღვაო კურორტებზე - რას ამბობს ქართველი სინოპტიკოსი? - კვირის პალიტრა

იქნება თუ არა აგვისტოს თვე წვიმიანი საზღვაო კურორტებზე - რას ამბობს ქართველი სინოპტიკოსი?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში აგვისტოს განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა და მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება მზე. ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დამსვენებლები შეაშფოთა, აგვისტოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გადასამოწმებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას დავუკავშირდით.

"არის რამდენიმე უცხოური ვებსაიტი, რომელთა პროგნოზიც ხშირად არ ემთხვევა ჩვენთან არსებულ მდგომარეობას. მათ შევადარე ჩვენი პროგნოზი და ძალიან აცილებულია. www.accuweather.com, რომელიც ითვლის რეალურ პროგნოზს, არის ფასიანი, მაგრამ ეს ინფორმაცია გამოთვლილი იყო მოყვარულებისთვის და ნაკლებად გამართლებადია. გახსოვთ ალბათ, სწორედ უცხოური ვებსაიტები პროგნოზირებდნენ საქართველოში ცივ ზამთარს, ძლიერ ყინვას და -10 გრადუსს, თუმცა ასე არ მოხდა ხომ?", - ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით... გაგრძელება