დონალდ ტრამპის პროგნოზით, "ფეიქ მედია" შვიდ წელიწადში აღარ იარსებებს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის პროგნოზით, "ფეიქ მედია" შვიდ წელიწადში აღარ იარსებებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პროგნოზით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ, შვიდი წლის შემდეგ აღარ იარსებებენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, "Fake News Media" შვიდი წლის შემდეგ, მას მერე გაქრება, რაც ის პრეზიდტის პოსტზე აღარ იქნება და ეს დაკავშირებული იქნება ამ მედიასაშუალებების რეიტინგის ვარდნასთან.

საკუთარ პოსტში აშშ-ის ლიდერი წერს, რომ ასეთი სახის მედიასაშუალებები უდანაშაულო ადამიანების რეპუტაციას ზიანს აყენებენ.

"ინტერპრესნიუსი"