მექსიკაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 101 მგზავრი იმყოფებოდა
მექსიკაში დურანგოს შტატში ავიაკომპანია Aeromexico-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაღუპულა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ხოსე როსას აისპურომ განაცხადა.
"დადასტურდა ინფორმაცია, რომ AM2431 რეისის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაიღუპა", - განაცხადა გუბერნატორმა.
ამავდროულად, დაშავებულია 85 ადამიანი. თვითმფრინავში, რომელიც ქალაქ დურანგოდან მეხიკოში მიფრინავდა, 101 მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.