ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი - რა მოხდა კოჯრის სამხედრო ნაწილში - კვირის პალიტრა

ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი - რა მოხდა კოჯრის სამხედრო ნაწილში

კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

„მოხდა დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურებს შორის. მომხდარზე სამხედრო პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. დაზარალებული გადაყვანილია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში, სადაც უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვს მსუბუქი დაზიანებები“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა დღეს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"