ქართველ მაშველს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჩვილი გამოჰყავს - ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა საოჯახო ნივთები. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტომ ფოტოსთან ერთად გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. წყარო