ვინ არის უვადო პატიმარი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა
2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. მათგან 40-მა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. 83 შეწყალებულიდან ერთი უვადო პატიმარია, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ეს უვადო პატიმარი პაატა კამკამიძეა, რომელიც სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის იხდის. კერძოდ, საქმე ეხება 22 წლის წინანდელ შემთხვევას, რომელიც საქართველოში, სამხედრო სამსახურში მოხდა და რომლის დროსაც რამდენიმე ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. განაგრძეთ კითხვა