"დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობაში" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობაში"

დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობაში, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის მარტივი არ ყოფილა.

"მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე იმ მოტივებზე და მიზეზებზე, თუ რატომ მივიღე 31 მაისს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ჩემთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების მართებულობაში", - განაცხადა შოთაძემ.