"საჭესთან მჯდომს ბილწსიტყვაობაც მიწევს ხოლმე"
"ვაღიარებ, ზოგჯერ ქალი საშინელებაა საჭესთან, მაგრამ მამაკაცები დამეთანხმებიან, რომ ბევრი კაციც წესებს არაფრად აგდებს"
ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი ავტომობილთან დაკავშირებული თემების შესახებ გვესაუბრა. აღნიშნა, რომ მართვა მამამ ასწავლა ბავშვობისას, მოწმობა კი არც ისე დიდი ხანია, რაც აიღო და საგზაო მოძრაობის წესებს ყოველთვის კანონმორჩილად იცავს.
- ძალიან პატარა რომ ვიყავი, მამაჩემის კალთაში ვიჯექი და იმ დროიდან ვსწავლობდი საჭის ტრიალს. მექანიკაზე ვარ მიჩვეული. წესები დიდი ხნის წინ დამირღვევია იმ თვალსაზრისით, რომ მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი - როცა ჩემი მეგობრები ქეიფობდნენ, ხშირად დამირიგებია ისინი სახლებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მძღოლი ვარ. არაერთ გამოცდილ ადამიანს აღუნიშნავს, - ყოჩაღ, კაცივით ატარებო. თუმცა, მე არ მიყვარს ეს დიფერენციაცია - ქალი საჭესთან და კაცი საჭესთან. ბევრი მამაკაცია ისეთი, რომელიც არღვევს მოძრაობის წესებს და ბევრი ქალიცაა ისეთი, რომელიც ძალიან ცუდად ატარებს. როგორც ენების სწავლის თუ სხვა რამის ნიჭი აქვს ადამიანს, ვფიქრობ, ავტომობილის მართვაც ასეთი ნიჭია: ან გესმის და გრძნობ შენს მანქანას, ან უბრალოდ ატარებ. ავტომატიკაზე როცა დავჯექი, სულ ვხუმრობდი, პარკებში რომ საბავშვო მანქანებია, რომლებსაც მხოლოდ საჭის ტრიალი სჭირდება, ისეთია-მეთქი. მე მექანიკის ტარება უფრო მიყვარს. როდესაც მანქანა შევიძინე, რომელიც ავტომატიკა იყო, 1-2 დღე ძალიან ვიწვალე, რომ მექანიკიდან მასზე გადავრთულიყავი.
- მამა რას გასწავლიდათ ხოლმე? - ყოველთვის მასწავლიდა სარკეებში ყურებას, რა მანძილი უნდა დამეცვა წინა და უკანა მანქანებს შორის, გვერდით სავარძელზე დამსვამდა და მეუბნებოდა, - მიყურე, როგორ ვატარებო და მეც ფეხებზე, ტარების მანერაზე ვაკვირდებოდი. ძალიან მიყვარს ავტომობილის მართვა, არასდროს ვიღლები. ჩემი მანქანა მარჯვენასაჭიანია და ყოველთვის უკვირთ, დასავლეთში რომ მივდივარ, გადასწრებას როგორ ახერხებო. ამასაც ცოდნა უნდა, შენ წინ მიმავალ ავტომობილთან მანძილი უნდა დაიცვა; ზუსტად ხვდებოდე, ის რა სიჩქარით მიდის, შენს მანქანას რა შესაძლებლობები აქვს და ამ შემთხვევაში გრძნობ, გაასწრებ თუ ვერა. თვალის ზომა, დაკვირვებაა საჭირო.
პარკირების დროს მეუბნებიან ხოლმე, მანქანას ასე კარგად კაცებიც ვერ აყენებენო. ავტომობილს ისე ვუვლი, როგორც საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება, ჭუჭყიანიც იყოს "ჩემი გოგო". უბრალოდ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ადგილას მიწევს ბუნებაში სიარული.
- პირველად რა მანქანა შეიძინეთ? - ხუთი წლის წინ, ჩემი შეგროვილი თანხით, იაპონიიდან ჩამოვიყვანეთ - "ნისან მარჩი", ამჟამადაც ეს მაქვს. ქალაქში სასიარულოდ ძალიან კარგია და თან, ეკონომიურია... სულ პირველი მანქანა, რომელზეც მამამ დამსვა, იყო "ვოლგა". საჭესთან სიჩქარეების გადასართველი ჰქონდა და ეს მომწონდა.
- საგზაო მოძრაობის წესებს ხშირად არღვევთ? გაგრძელება