პოლიციამ მუსა ხანგოშვილი დააკავა
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მუსა ხანგოშვილი დააკავეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მუსა ხანგოშვილი რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და მან საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის მუხლი 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.