"ის რა, მოვა ჩემს გასვენებაში?"
ამას წინათ ასეთ საუბარს შევესწარი: ერთი კაცი გულმოსული ეუბნებოდა მეორეს:
- სირცხვილი შენი, კი იყავით წაკამათებული, მაგრამ ნოდარიას გასვენებაში რავა არ იყავი?
- რატო უნდა ვყოფილიყავი, ის რა, მოვა ჩემს გასვენებაში? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მეორემ.