ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 13 პირიდან 6 ბავშვია
ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან 6 ბავშვია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც უკვე დასრულდა, ხოლო სამს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოთხი კი, მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.