სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა - კვირის პალიტრა

სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით პაპა გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"