როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

5 აგვისტოდან 7 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზღვისპირა ქალაქებში გამოიდარებს. 8 და 9 აგვისტოს კი გაწვიმდება, თუმცა ხანგრძლივი წვიმები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 აგვისტოს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. „ამ რიცხვებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, 5 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.

"ინტერპრესნიუსი"