სად დასაქმდა კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის შუამდგომლობით?
ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შუამდგომლობა გაუწია, რის შემდეგაც ის ენერგოკომპანია "საქროსენერგოში" გენერალური დირექტორის იურიდიულ მრჩევლად დაინიშნა.
ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მის ოჯახს წლების განმავლობაში უწევდა ფინანსურ დახმარებას.
პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა "მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის" წევრებთან ერთად გააპროტესტა მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისა და მთლიანად, აღნიშნული ინსტიტუციის გაუქმებისკენ მოუწოდა. მისი ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები რაიონულმა სასამართლოებმა უნდა შეასრულონ.
"ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთმანეთს 18 წელია ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე თქვენდამი ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მე ვგრძნობ თქვენი მხრიდანაც პატივისცემას, გვაქვს ურთიერთგაღიზიანება ძალიან ხშირად, იმიტომ რომ რაღაცებში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. მე რომ პოლიტიკაში 2012 წელს დავრჩი, ეს თქვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ თქვენ წლების მანძილზე მე და ჩემს ოჯახს ფინანსურად გვეხმარებოდით და იმ ადამიანების სიაში ვიყავი, რომელიც თქვენი დახმარებით სარგებლობდა. გაგრძელება