"დღე არ გავა, ზურიკოს საფლავზე არ ავი­დე, მგო­ნია, რომ მე­ლო­დე­ბა..." - კვირის პალიტრა

"დღე არ გავა, ზურიკოს საფლავზე არ ავი­დე, მგო­ნია, რომ მე­ლო­დე­ბა..."

ავად რომ გახდა, მის გადარჩენას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მან უკან ჩამოიტოვა სირთულეები, წარმოუდგენელი შეძლო, ორგანიზმმა პრობლემები დაძლია, შეიძლება ითქვას, ილუზიონისტმა ზურა ვადაჭკორიამ სიცოცხლე თავიდან დაიწყო... 5 თვის წინ კი, როცა უკვე მის გარდაცვალებას არავინ ელოდა, მოულოდნელად წავიდა... ავადმყოფობისას, ერთი წლის განმავლობაში, გვედიდან ერთი ადამიანი არ სცილდებოდა და ეს მისი მეუღლე, ია ვადაჭკორია იყო, რომელიც დიდი მონდომებით და დაუღალავად იბრძოდა იმისთვის, რომ ქმარი რამენაირად ფეხზე წამოეყენებინა... თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა... ია ვადაჭკორია Ambebi.ge-ს საკუთარ განცდებსა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დატოვებულ სევდაზე უამბობს. ამბობს, რომ დეპრესიიდან გამოსვლას ვერაფრით ახერხებს.

"ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ზურიკოს გარეშე გატარებული ყოველი დღე, ეს ნამდვილი სიკვდილია. დღე არ გავა, ყოველ დილით სასაფლაოზე არ ავიდე. ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს, იზრდება და ვფიქრობ, რომ არც გამინელდება... ხომ ვამბობ, ზურიკოს გარეშე ცხოვრება საშინელებაა," - ამბობს ქალბატონი ია.

- სასაფლაოზე ყოველდღე სიარული რატომ გადაწყვიტეთ?

- გამორიცხულია, უნდა მივიდე, ჯერ დღე არ ჩამიგდია, რადგანაც მგონია, რომ მელოდება... მიუხედავად იმისა, რომ განაგრძეთ კითხვა