"შრომა და სიბეჯითე აუცილებელია" - რატომ გადაიფიქრა წლის წარმატებულმა აბიტურიენტმა სამედიცინოზე სწავლა
მსჰობლები.გე გთვაზობთ ვრცელ ინტერვიუს წლის გამორჩეულ აბიტურიენტთან, დევი ონიანთან, რომელსაც გამოცდების შედეგების გამოცხადების პირველივე დღიდან, ფაქტობრივად, მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. დევი სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ბევრიც ელოდა, რომ ეს ნიჭიერი ადამიანი საუკეთესო ექიმად მოგვევლინებოდა, მაგრამ მან ექიმობა გადაიფიქრა.
- სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მომივიდა შემოთავაზება, სრულად მიფინანსებენ ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში. აქ აქვთ ფილიალი და ამიტომ მანდ გადავწყვიტე ჩაბარება. შესაბამისად, სამედიცნოზე აღარ ვისწავლი. ზოგადად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაინტერესებდა სულ.
- მას შემდეგ რაც ცნობილიგახდა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შენი შედეგები, ბევრს აინტერესებს, რა დროს უთმობდი მეცადინეობას?
- მართალია, ბევრს ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი, მაგრამ დროს ისე ვანაწილებდი, რომ ყველაფრისთვის ვიცლიდი - გართობისთვისაც და დასვენებისთვისაც.
- როგორ შეაფასებ ქართულ საგანმანათლებლოს სისტემას?
- რადგან თვითონ წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. თუმცა, მე, პირადად, გამიმართლა, რომ კარგი მასწავლებლები შემხვდა. ბოლო წელს ვიყავი რეპეტიტორებთან, ცოდნა რომ შემეჯამებინა და მაქსიმალური ქულები მიმეღო, თორემ სკოლაში მიღებული ცოდნითაც ავიღებდი მაღალ ქულებს. განაგრძეთ კითხვა