"ცაში მამას ჩემი ხმა უნდა გავაგონოო და სიმღერა დაიწყო" - როგორ გაგრძელდა ობოლი ბიჭის ცხოვრება ომის შემდეგ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი შესრულდა. ომმა მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა. განსაკუთრებით, ბავშვების ყოფა შეიცვალა...
დღეს უკვე პერსექტიული მომღერალია – ზურიკო ხომასურიძე. მან მარმარისის და იტალიის კონკურსებზე გამარჯვება და დაფინანსება მოიპოვა, მისი დედა – მარიკა დავითაშვილი - პრესაში შემდეგს იხსენებდა:
- გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე 2008 წელს, ომის დროს შინიდან საქმეზე წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა. ისიც არ ვიცით რა მოხდა, მოგვიგდეს სისხლიანი ცხედარი. ისეთი საზარელი სურათი ნახეს ჩემმა შვილებმა -
ცხედარს ჭიანჭველები როგორ ესეოდნენ, გონზე რომ ვარ იმ დღის მერე, მიკვირს, თუმცა ჯანმთელობა შემერყა. ზურიკომ მამის გარდაცვალება ისე განიცადა, ვერაფრით ვაწყნარებდით. მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო. ეს ჩემი ნაბოლარა შვილია, დანარჩენი სამი უფრო დიდები არიან. ზურიკო სულ გაიძახოდა, მამას ნახვა მინდაო, ვეუბნებოდი, ცაშია-მეთქი. ერთხელაც ვერტმფრენი რომ დაინახა, გაეკიდა და ყვიროდა, მამაჩემია იქ, ის ხომ ცაშიაო... ერთხანს აიჩემა, მამას ხმა უნდა მივაწვდინოო, სახლში მიკროფონი გვქონდა, ამ მიკროფონს დაიჭერდა და ჩაჰყვიროდა. განაგრძეთ კითხვა