სამინისტროში პროკურატურა მუშაობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უწყებაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს აქვთ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, წარმოქმნილი არამართლზომიერი გარემოებებით.
საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას"", - ნათქვამია განცხადებაში.