ფოთში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ფოთში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო

ფოთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ქალი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ისინი რუსი ტურისტები არიან.

"სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით. 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი", - აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.